Guest Merlin Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 სამხრეთ კორეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, პასპორტების გაცემას დაიწყებს. სამხრეთ კორეა უერთდება რიგ სხვა ქვეყნებს ვაქცინის სერთიფიკატების დანერგვაში, რომლებიც საშუალებას იძლევა ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისათვის, რაც რა თქმა უნდა, საგრძნობლად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ამ თვის დასაწყისში ივარაუდა აღნიშნული პროტოკოლის შემოღება. მთავრობამ შეიმუშავა აპლიკაცია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პირადი მონაცემების ქურდობის და მართლსაწინააღმდეგოდ მათი გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, ვაქცინაციის სტატუსი ერთჯერადი მოხმარებისათვის იდეალურია, რათა მოხდეს აცრილი პაციენტების გამოყოფა და მათ შეძლონ საზღვარგარეთ მოგზაურობა შეფერხებების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის COVID-19–ის წინააღმდეგ ვაქცინირებულია 77,000 ადამიანი, კვირის დასაწყისში მათ კიდევ დააფიქსირეს 550 ახალი შემთხვევა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ივნისამდე 12 მილიონი ადამიანი აიცრება. Blockchain-ზე დაფუძნებულ აღნიშნულ სისტემას ასევე გამოეხმაურა ბრაზილიის მთავრობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ამ სახის უსაფრთოხების პროტოკოლებს ბრაზილიაც დანერგავს. The post სამხრეთ კორეა აცრის დამადასტურებელ Blockchain-ზე დაფუძნებულ დოკუმენტს გასცემს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა