Jump to content
×
×
  • Create New...

სამხრეთ კორეა აცრის დამადასტურებელ Blockchain-ზე დაფუძნებულ დოკუმენტს გასცემს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1048612205-300x187.jpg

სამხრეთ კორეა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, პასპორტების გაცემას დაიწყებს.

სამხრეთ კორეა უერთდება რიგ სხვა ქვეყნებს ვაქცინის სერთიფიკატების დანერგვაში, რომლებიც საშუალებას იძლევა ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისათვის, რაც რა თქმა უნდა, საგრძნობლად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.

სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ამ თვის დასაწყისში ივარაუდა აღნიშნული პროტოკოლის შემოღება. მთავრობამ შეიმუშავა აპლიკაცია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პირადი მონაცემების ქურდობის და მართლსაწინააღმდეგოდ მათი გამოყენების ფაქტები.

შესაბამისად, ვაქცინაციის სტატუსი ერთჯერადი მოხმარებისათვის იდეალურია, რათა მოხდეს აცრილი პაციენტების გამოყოფა და მათ შეძლონ საზღვარგარეთ მოგზაურობა შეფერხებების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის COVID-19–ის წინააღმდეგ ვაქცინირებულია 77,000 ადამიანი, კვირის დასაწყისში მათ კიდევ დააფიქსირეს 550 ახალი შემთხვევა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ივნისამდე 12 მილიონი ადამიანი აიცრება.

Blockchain-ზე დაფუძნებულ აღნიშნულ სისტემას ასევე გამოეხმაურა ბრაზილიის მთავრობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ამ სახის უსაფრთოხების პროტოკოლებს ბრაზილიაც დანერგავს.

The post სამხრეთ კორეა აცრის დამადასტურებელ Blockchain-ზე დაფუძნებულ დოკუმენტს გასცემს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)