ფორუმელი Moor Posted 1 აპრილი, 2021 Posted 1 აპრილი, 2021 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიან 27.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.4401 ლარი იყო. არსებული მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.4464 ლარი ღირს, 2 აპრილს კი – ის 3.4410 ლარი ეღირება. სებ-ის ინტერვენცია, ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების ტენდენციას მოჰყვა. ეროვნული ვალუტა გასული წლის 27 მარტის რეკორდულად დაბალ მაჩვენებლს – 3.4842 ლარს უახლოვდება. მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა წინა ოთხ აიქციონზე 160 მლნ აშშ დოლარი უკვე გაყიდა. ასევე წაიკითხეთ: ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა საქსტატი: თებერვალში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა