Guest Merlin Posted 1 აპრილი, 2021 Posted 1 აპრილი, 2021 საკითხზე, იგეგმება თუ არა საქართველოში ასაკობრივი ზღვარის დაწევა ვაქცინაციისას 18-წლიდან 16-წლამდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. “ფაიზერის შემთხვევაშ თავიდანვე იყო ასეთი შესაძლებლობა, რომ 16 წლიდან აცრილიყვნენ, თავიდანვე ამ ასაკიდან ჩატარდა კვლევები ადამიანებში და ზოგიერთ ქვეყანაში დასაშვებიც არის. საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ნებისმიერი ვაქცინით, რაც ქვეყანაში შემოვა, დაშვებული იქნება 18 წლის ზევით ასაკის პირებში. შემდგომ, მოვლენების განვითარების მიხედვით, შეიძლება ასაკის დაწევა მოხდეს, მაგრამ არა ამ ეტაპზე”, – განმარტა ხათუნა ზახაშვილმა. „სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება“ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა