Jump to content
×
×
  • Create New...

აქვს თუ არა გავლენა შეიარაღებულ მოსახლეობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ავტორი: ზურაბ კეკელიძე

ასწლეულების განმავლობაში შეიარაღებული მოსახლეობის რაოდენობა პირდაპირ კავშირში იყო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასთან. თუმცა, დრო გავიდა, კაცობრიობა ტექნოლოგიურად განვითარდა და დრონების ეპოქაში მოსახლეობის მფლობელობაში საბჭოთა თუ ნატოს სტანდარტის ერთეულოვანი კარაბინების არსებობა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ვეღარ ახდენს.

sebastian-pociecha-bgJiSoC7kMM-unsplash-Sebastian Pociecha

უახლესი მონაცემებით, საქართველოში 270  000 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული – როგორც სანადირო ნახევრად ავტომატური კარაბინები, ასევე მოკლელულიანი თავდაცვის იარაღი. საქართველოში იარაღის მფლობელთა დიდი ნაწილი უბრალოდ მონადირეა და ძირითადად სანადირო გლუვლულიან იარაღს იყენებს. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ტიპის ღია სასროლეთი, სადაც მსურველს სპორტული სროლის მაღალ დონეზე ათვისება შეეძლება. თავდაცვის მოკლელულიანი იარაღის მფლობელებს მისი საკუთრების მიღმა გატანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული მოსახლეობის დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებებში გამოუცდელია, რაც ნიშნავს, რომ მათი არსებობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვერ ეხმარება. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, შეიარაღებულ მოსახლეობას ისეთი პირობები შეუქმნან, რომ მათმა არსებობამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს. ამის კარგი მაგალითია შვეიცარია. 

რა როლი აქვს შეიარაღებულ საზოგადოებას უსაფრთხო და მაღალი
თავდაცვისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობაში? ამ საკითხზე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა გიგაური გვესაუბრება:

„პირადი ცეცხლსასროლი იარაღის როლი თანამედროვე ომში მინიმუმზეა დაყვანილი, ამიტომ სახლებში „სამოქალაქო იარაღის“ დიდი რაოდენობით არსებობა ბევრს არაფერს ნიშნავს თავდაცვის სისტემისთვის. ღია სასროლეთები და მსროლელთა კლუბების არსებობა აუცილებელია, რადგან სროლა სპორტი და ძალიან საინტერესო ჰობია. ამასთან, ეს კლუბები ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების გაზრდას შეუწყობენ ხელს.
რაც შეეხება პირად უსაფრთხოებას, კანონმორჩილ, შემოწმებულ და გაწვრთნილ
მოქალაქეს, უფლება უნდა ჰქონდეს, ფარულად ატაროს მოკლელულიანი იარაღი, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვის პირობით. იარაღი შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ დაგჭირდეს, მაგრამ ამით საკუთარი ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო“.

რამდენად რეალურია საქართველოში შვეიცარიის მსგავსი მოდელის დანერგვა, რომელიც უკვე წლებია ეფექტიანად მუშაობს. პაატა გიგაურის აზრით, ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის თავდაცვის სისტემის ძირეული გადაწყობა იქნება საჭირო:

„შვეიცარიის სამხედრო მოდელი უნივერსალური არაა. მსგავსი მოდელი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება: ისრაელში, შვედეთში, ფინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ. ის ეფუძნება საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურს (გრძელდება დაახლოებით 9 თვის განმავლობაში), რითაც კარგად გაწვრთნილი რეზერვი გროვდება. ასევე, ამ მოდელისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო რეგიონებად დაყოფა, რაც საჭიროების შემთხვევაში, დივიზიების სწრაფად შევსებას შეუწყობს ხელს“.

ფაქტია, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული სახელმწიფოა. საქართველოსა შვეიცარიას შორის მთავარი განსხვავება საკითხისადმი მიდგომაშია. ჩვენგან განსხვავებით, მათ მოახერხეს და შექმნეს ისეთი მოდელი, სადაც შეიარაღებულ ადამიანს ეროვნული უსაფრთხოების გამაგრებაში მონაწილეობა შეუძლია.

ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ეფექტიანი იქნება პარტიზანულ ომში შეიარაღებული მოსახლეობის ჩართვა. ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა, ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, წარმატების შანსები მაღალი ნამდვილად არ იქნება.

შეიარაღებული მოსახლეობა ქმედუნარიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული იარაღის კულტურა განვითარდება, გაჩნდება ცოდნის ამაღლების მეტი შესაძლებლობა და კანონმდებლობა უფრო მეტად ლიბერალური გახდება. შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების გარეშე შეიარაღებული მოსახლეობა, უბრალოდ, სტატისტიკის ნაწილია და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე მინიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია. 

აღსანიშნავია, რომ იარაღის კულტურის განვითარება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გარდა, შესაძლოა, კარგი ეკონომიკური სარგებლის მომტანიც იყოს. ფაქტია, რომ ჩვენი სამეზობლო იარაღის მიმართ ლიბერალური კანონმდებლობით არ გამოირჩევა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონში გავხდეთ ერთადერთი ქვეყანა, სადაც სამოქალაქო პირები იარაღის შესახებ მაღალკვალიფიციური ცოდნის მიღებას შეძლებენ. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები გააჩენს ახალ ინდუსტრიას, რომელიც ეკონომიკასა და თავდაცვისუნარიანობაზე პოზიტიურად აისახება.

The post აქვს თუ არა გავლენა შეიარაღებულ მოსახლეობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

  • ფორუმელი

გაწვრთნის ალქვს აზრი.

თორე იარაღი სახლში ედება თუ არა მაგას ნაკლები მნIშვნელობა აქვს თავდაცვისთვის.

რა კაი მეომარიც რ უნდ აიყო, თი ადექი ფა მარტო დაიწყე ომი ,ფუჭია.

ჯარი არია კოლექტივი და პირმა კოლექტივთან ერთად მოქმედება უნდა იცოდეს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   160 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 160 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)