Jump to content
×
×
  • Create New...

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და იუსტიციის ახალი მინისტრები დანიშნა 


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს ლაშა ხუციშვილი ფინანსთა მინისტრად დანიშნა, რომელიც ამ პოსტზე ივანე მაჭავარიანს შეცვლის. ამ უკანასკნელმა თანამდებობა გუშინ დატოვა. იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა, რომელიც გოჩა ლოთქიფანიძეს ჩაანაცვლებს. ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე გახდა.

ლაშა ხუციშვილი, რომელსაც 2014 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრია. 2013-2014 წლებში მას შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე კი – 2008-2013 წლებში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young თბილისის ოფისში მუშაობდა.

რატი ბრეგაძე, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორია. 2017-2019 წლებში, იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2012-2015 წლებში, მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share