Jump to content
×
×
  • Create New...

1 818 ძალადობის ფაქტი ბავშვების მიმართ და საგაკვეთილო პროცესის მიღმა დარჩენილი მშრომელი მოზარდები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიში წარმოადგინა.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ გასულ წელს საგანგაშოდ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. კერძოდ, გამოვლენილია 1 818 შემთხვევა, მაგრამ მისივე თქმით, ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა დღემდე არ არსებობს საქართველოში.

“პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესში. განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ასევე ჩვენ, გასულ წელს შევისწავლეთ შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა. გამოიკვეთა, რომ სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ცალკე გამოყოფს რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების მდგომარეობას, როგორც განსაკუთრებით საყურადღებოს.

“მინდა განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილო ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევაზე, რომლის ხელმძღვანელობაც სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია და ეს უკიდურესი საფრთხის წინაშე აყენებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე:

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია – რა გეგმა აქვს სამინისტროს

რატომ დასჭირდა განათლების სამინისტროს წლები იმის აღიარებისთვის, რომ სკოლისა და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები არსებობენ?!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share