Jump to content
×
×
  • Create New...

მარიამ გულბანის ფილმმა ესპიელოს ფესტივალზე გაიმარჯვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართველი რეჟისორი, მარიამ გულბანის დოკუმენტურმა ფილმმა “სანამ მამა დაბრუნდება” ესპიელოს საერთაშორისო კინოფესტივალის ერთერთი გამარჯვებული გახდა.

სურათმა მედიისა და მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც პანკისის ხეობაში ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.

დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით სურათი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში მოხვდა, ასევე პერუში გამართული Festival de cine Al Este ფესტივალის ჯილდო, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში მიიღო.

ესპიელოს დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი ეთნოგრაფიული თემატიკის სურათებს 2002 წლიდან აჯილდოებს.

The post მარიამ გულბანის ფილმმა ესპიელოს ფესტივალზე გაიმარჯვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share