Guest Merlin Posted 1 აპრილი, 2021 Posted 1 აპრილი, 2021 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 800-ზე მეტი კანდიდატი. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად კი რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 – ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე“, – თქვა სოფიო გორგოძემ. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, აბიტურიენტები საგამოცდო ქალაქს ვეღარ შეცვლიან, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა