Jump to content
×
×
  • Create New...

დასახელდნენ პრემია „საბას“ 2020 წლის გამარჯვებულები


Recommended Posts

  • ადმინი

26 დეკემბერს წლის მთავარი ლიტერატურული პრემია „საბა" 9 ნომინაციაში გამარჯვებულ შემდეგ ავტორებს გადაეცათ: 1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუას წიგნისთვის „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ 2. საუკეთესო პიესა - „მარინა რევია“, დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე, 3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია 4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანს, „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“.(ემა ვიგოდსკაია) 5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე 6. წლის საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა აბულაძის, „გასეირნება დროთა სივრცეში“ 7. საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ 8. წლის საუკეთესო რომანისათვის - მწერალ ბესო სოლომანაშვილის რომანს „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა.“ 9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პოეტ ბათუ დანელიას. კორონვირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების გამო საქართველოში წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა „საბა" მეთვრამეტედ, ამჯერად განსხვავებულად - ონლაინ ფორმატით ჩატარდა.

სრულად ნახვა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share