Jump to content
×
×
  • Create New...

რა გვიჯდება რელიგიები?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სახელმწიფოს შემწეობით საქართველოში ხუთი რელიგიური კონფესია სარგებლობს. მათ შორის ყველაზე დიდი დაფინანსება და სხვა პრივილეგიები საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს. 

საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება 2002 წელს გაფორმდა. იგი ითვალისწინებს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციას. 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მონაცემებით, 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საპატრიარქომ ჯამში 276.5 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებისთვის მთავრობა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონს გამოყოფს, ეკლესიის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხების ოდენობა უფრო მეტია:

  • 2013 წელი – 29 220 350 ლარი
  • 2014 წელი – 32 019 399 ლარი
  • 2015 წელი – 31 153 900 ლარი
  • 2016 წელი – 30 201 015 ლარი
  • 2017 წელი – დაახლოებით 28 მილიონი ლარი 
  • 2018 წელი – დაახლოებით 28 მილიონი ლარი 
  • 2019 წელი – დაახლოებით 28 მილიონი ლარი

დაფინანსებასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას პერიოდულად გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, უძრავი ქონება და სხვა ძვირად ღირებული ნივთები. მაგალითად, TDI-ის მონაცემებით, 2017 წლისთვის მართლმადიდებელი ეკლესია 62.7 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის მიწას ფლობდა, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ტერიტორიას უტოლდება.

2014 წლიდან საქართველოში არსებობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელის მიზანია მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამავე წლის 27 იანვრის დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას – მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი. ამისათვის, 2014-2019 წლებში გამოიყო შემდეგი თანხები:

  • 2014 წელი – 1 750 000 ლარი
  • 2015 წელი –  4 200 000 ლარი
  • 2016 წელი –  4 500 000 ლარი
  • 2017 წელი –  4 500 000 ლარი
  • 2018 წელი –  4 500 000 ლარი
  • 2019 წელი –  4 500 000 ლარი

2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობას, ფორმებს, ვადებსა და სხვა წესებს. TDI-ის განმარტებით, ამ კომისიას რეალურად არასოდეს უმუშავია და მატერიალური ზიანი არ დათვლილა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ეკლესიის პირდაპირი დაფინანსების პრაქტიკა კომპენსაციის ფორმას არ წარმოადგენს.

The post რა გვიჯდება რელიგიები? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share