Guest Merlin Posted 1 აპრილი, 2021 Posted 1 აპრილი, 2021 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, რეგისტრაცია 30-მა იურიდიულმა პირმა გაიარა (55 მომზადება გადამზადების პროგრამის მოთხოვნით, აქედან 46-მა მოიპოვა განხორციელების უფლება, 9-ს უთხრეს უარი), 5-ს მიეცა ერთთვიანი გამოსწორების ვადა. მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამები, პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიახლე ზრდასრული მოქალაქეებისთვის გადამზადების მიღებას უშუალოდ დამსაქმებლებთან გულისხმობს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებისათვის, ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო სემინარი გამართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტები, რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსია სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლების, მსმენელთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის, პროგრამის სახელწოდების, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა არსებულ პრაქტიკასა და დაგეგმილ ცვლილებებზე მარეგულირებელ აქტებსა და პროცედურებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ცვლილების საკითხებზე პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებთან მიმართებით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა