ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 9 minutes წინ, Mulan said: ჰუალინგთან ზღვის მხარეს? ჰო, ამ ნაკვეთს ეტყობა გზიდან https://goo.gl/maps/EgwDaaLH9owKbnjK9 მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 8 აპრილი, 2021 Author Posted 8 აპრილი, 2021 გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ, წინ მეშლება სხვა ოცნების არე. მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. (ტერენტი გრანელი) აქვე ❣️ 1 Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 8 აპრილი, 2021 Posted 8 აპრილი, 2021 10 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: ჰო, ამ ნაკვეთს ეტყობა გზიდან ჰაააჰ! დააკვირდები. ანუ პარკი რომ გააშენეს მის გვერდით! მშრომელი ხალხია რა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 9 აპრილი, 2021 Author Posted 9 აპრილი, 2021 (შესწორებული) ლამაზი სიკვდილი როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. როცა კვირტები აფეთქდებიან, მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს. როცა მერცხალი ზეცას შეუტევს, როცა მიწაზე მზე და დარი დგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს. როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის საგვირილოდ და საენძელოდა, ირემი ირემს ბალახს გაუწვდის და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა. როცა ძეწნები ატირდებიან და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, _ შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები. მოიგონებენ წარსულს მკვიდრები, აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად. შევდგები ცერზე, როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი. (ჯანსუღ ჩარკვიანი) Edited 9 აპრილი, 2021 by ფორთოხალი 1 Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კარქი გოგო Posted 9 აპრილი, 2021 Posted 9 აპრილი, 2021 გაზაფხულდება კი არა, არ გავიყინებოდეთ ნეტა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 9 აპრილი, 2021 Author Posted 9 აპრილი, 2021 @კარქი გოგო სადაა სიცივე? ძაან კარგი სითბო იყო მთელი დღე ? Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კარქი გოგო Posted 9 აპრილი, 2021 Posted 9 აპრილი, 2021 43 minutes წინ, ფორთოხალი said: @კარქი გოგო სადაა სიცივე? ძაან კარგი სითბო იყო მთელი დღე ? გათბობა ჩავრთე ისე შემცივდა დღეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 12 აპრილი, 2021 Author Posted 12 აპრილი, 2021 გამოცანა ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი, ჭერამი იცმევს პერანგს ყვავილთა, ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი. ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა; მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი, მზემ ხელისგულზე შინდი დაისვა, თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... - გაზაფხულია! (გიორგი ზანგური) Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა