ფორუმელი Moor Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 აპრილის ნომრის მთავარი თემა ჰაერის დაბინძურება გახლავთ. სტატიის ავტორი ბეთ გარდინერი მოგვითხრობს იმ პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას დღევანდელი მსოფლიო ჰაერის დაბინძურების გამო. თუმცა, ყველაზე მოკლედ, ალბათ, სტატიის მთავარ არსს ჰარვარდის უნივერსიტეტის 1993 წელს ჩატარებული „ექვსი ქალაქის“ კვლევა გადმოსცემს, რომლის დასკვნა ხაზგასმით აღნიშნავს: „რაც უფრო მეტადაა დაბინძურებული ჰაერი, მით უფრო მოკლეა მათი სიცოცხლე, ვინც მას ისუნთქავს“. ჰაერის დაბინძურება ჯერ კიდევ არ არის მიჩნეული გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, თუმცა დადასტურებულია, რომ ამ არააშკარა, ნელ მკვლელს ბევრად უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება (წელიწადში შვიდი მილიონი ნაადრევი სიკვდილი), ვიდრე, მაგალითად, ისეთ პანდემიას, როგორიც COVID-19-ია. ჰაერის დაბინძურებას იმუნური სისტემის დასუსტება და სასუნთქი გზების ანთების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, როდესაც COVID-19-ის პანდემიამ იფეთქა, ჰარვარდის ბიოსტატისტიკის პროფესორმა ფრანჩესკა დომინიჩიმ ივარაუდა, რომ სიკვდილიანობის ზრდაზე ჰაერის დაბინძურება იმოქმედებდა. მან და მისმა გუნდმა ჰაერის ხარისხის ეროვნული მონაცემები და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ ოლქების მიხედვით დათვლილი COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს და გაირკვა, რომ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო იმ უბნებში, სადაც PM2.5 (ატმოსფეროში არსებული 2,5 მიკრომეტრამდე ზომის მყარი ნაწილაკები) ჭარბობდა. მკვლევართა ჯგუფის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების 15% მყარი ნაწილაკებით დაბინძურებულ ჰაერს მიეწერებოდა. მონაცემები მართლაც საგანგაშოა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი. ამას ადასტურებს თითოეული ჩვენგანის გამოცდილება უახლესი წარსულიდან – ჰაერი ძალიან სწრაფად უმჯობესდება, როგორც კი დამაბინძურებლების თუნდაც მცირედი ლოკალური კლება ფიქსირდება. COVID-19-ით გამოწვეულმა ჩაკეტვამ გასულ წელს დროებით შეანელა მსოფლიო ნახშირბადის ემისია და ჩინეთში მკვლევრები გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ: 2020 წლის დასაწყისში “ლოკდაუნის“ დროს გაუმჯობესებულმა ჰაერმა ერთი კვლევის თანახმად 9000, ხოლო მეორე კვლევის თანახმად 24 000 სიცოცხლეზე მეტი იხსნა. გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს. The post პრობლემა, რომლის გადაჭრა შეგვიძლია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა