Jump to content
×
×
  • Create New...

Tesla 2021-ში, Bugatti 2023-ში, რისი ყიდვა იქნება შესაძლებელი 1 BTC-ად მომავალში – Kraken-ის CEO-ს პროგნოზი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯესი პაუელი (Jesse Powell) დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს. მისი აზრით, 2023 წლისთვის 1 BTC-ად Bugatti-ის ყიდვა იქნება შესაძლებელი.

ცოტახნის წინ მან განაცხადა, რომ ბიტკოინის შესაძლებლობები უსასრულოა. ახლა კი Bloomberg-თან საუბარში აღნიშნა, რომ რადგან „უსასრულობის“ წარმოდგენა რთულია, ბიტკოინის პოტენციალის გამოხატვა სხვა ხერხითაც შეიძლება. მაგალითად, თუ ახლა 1 BTC-ად ელექტრომობილ Tesla 3-ის შეძენა შეიძლება, მომავალ წელს Lamborghini-ს, 2023 წელს კი Bugatti-ის ყიდვა იქნება შესაძლებელი. 

„კრიპტო საზოგადოებისთვის ასეთი სახის საზომი ერთეული უფრო მოსახერხებელიცაა ბიტკოინთან მიმართებაში. რადგან არავინ იცის რა ეღირება აშშ დოლარი. შესაძლოა ერთი წლის შემდეგ მთავრობამ 10-ჯერ მეტი დოლარი გამოუშვას ვიდრე ახლა ბაზარზეა. ამიტომ, ძალიან ძნელია ბიტკოინის დოლართან მიმართებაში შეფასება.“ – განაცხადა პაუელმა.

Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა ეთერიუმსა და პოლკადოტზე. მან აღნიშნა, რომ საკოლექციო ტოკენების (NFT) ბუმი ეთერიუმის ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. ხოლო ტრანზაქციებზე მაღალი საკომისიოების პრობლემა ეთერიუმ 2-ის სრულფასოვან ამოქმედებასთან ერთად გაქრება.

პაუელმა შეაქო Polkadot-ის ბლოკჩეინის აქტიურობა, რომელშიც უამრავი ტოკენი და ახალი პროექტი ეშვება და ახალი ფუნქიები ემატება. მან Polkadot-ს წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.

წყარო:https://cointelegraph.com/news/one-btc-will-be-worth-a-lambo-by-2022-and-a-bugatti-by-2023-kraken-ceo

 

The post Tesla 2021-ში, Bugatti 2023-ში, რისი ყიდვა იქნება შესაძლებელი 1 BTC-ად მომავალში – Kraken-ის CEO-ს პროგნოზი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   231 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 231 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(20)
    • YandexBot(1)