Jump to content
×
×
  • Create New...

Xcoins-ის კვლევა: კრიპტო ინვესტორთა შორის გენდერული ბალანსი დაცული არ არის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_687394963-300x200.jpg

აშშ-ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, Xcoins-ის ახალი კვლევის თანახმად, ოქროში ინვესტირების მიხედვით ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თანაბარია, მაგრამ კრიპტო ინვესტორთა რიგებში მნიშვნელოვანი სხვაობით მამაკაცები დომინირებენ.

კრიპტო ინვესტორთა შორის 71.9% მამაკაცია და მხოლოდ 28.1% არის ქალი.

Xcoins-ის კვლევამ გამოიყენა გლობალური ვებ – ინდექსის მონაცემები 2017–დან 2020 წლამდე, ოქროს და კრიპტოს მფლობელებს შორის განსხვავების დასადგენად.

გენდერული უთანასწორობა ახალი არაა კრიპტო სამყაროს მფლობელებს შორის. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არც თუ ისე დიდი, მაგრამ შესამჩნევი ცვლილება განიცადა აღნიშნულმა სტატისტიკამ.

აღსანიშნავია, რომ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ გამოცემა Cointelegraph-მა სარვამარტო კონფერენცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო სექტორის წარმატებული ქალები. კონფერენციის მიზანი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება იყო.

გამოცდილების გაზიარებასთან ერთად კონფერენციაზე ასევე განიხილეს გენერული თვალსაზრისით Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სარგებელი, სტერეოტიპების დაძლევის გზები და ციფრული სექტორის მომავალი.

The post Xcoins-ის კვლევა: კრიპტო ინვესტორთა შორის გენდერული ბალანსი დაცული არ არის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)