Jump to content
×
×
  • Create New...

ეფექტური VS ნომინალური


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

იმისათვის, რომ სესხი მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით აიღოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და რომელ მათგანს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. 

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სესხის ხელშეკრულებაში, ასახავს მხოლოდ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს კონკრეტულ პერიოდში. თუმცა, სესხის აღებას სხვა ხარჯებიც ახლავს თან, როგორებიცაა, მაგალითად, დამტკიცების, გატანისა თუ დაზღვევის საკომისიო. ნომინალურისგან განსხვავებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა დამატებით ხარჯს, რომელიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს სესხის მიღებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი კომერციული ბანკიდან აიღოთ სესხი, აუცილებლად უნდა შეადაროთ ერთმანეთს მათი ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. მაგალითისთვის, თუ X ბანკში ერთწლიანი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 20%-ია, ხოლო ეფექტური – 21% და Y ბანკში იმავე დროის მონაკვეთში ნომინალური 15%-ს უდრის, ეფექტური კი – 22%-ს, მომხმარებლისთვის უფრო ხელსაყრელი X ბანკით სარგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ Y ბანკში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად ნაკლებია, მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ძალიან აძვირებს სესხს. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ნომინალურ, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. 

საპროცენტო განაკვეთს ე.წ. „ეილერის რიცხვის“ მეშვეობით ითვლიან. მაგალითად, თუ საბანკო ანგარიშზე 1.00 ლარია და ბანკი წელიწადში 100%-ს რიცხავს, ერთჯერადი დარიცხვით წლის ბოლოს ეს თანხა 2.00 ლარი გახდება. თუმცა, თუ ბანკი წელიწადში ორჯერ 50%-ს დარიცხავს, წლის ბოლოს ეს თანხა 2.25 ლარი იქნება, შემდეგი კალკულაციით: (1.00+50%)+50% = 1.00×(1+1/2)² = 2.25 ლარს.

საქართველოში ერთწლიანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში დაახლოებით 8.8%-ია, დოლარში – 1.30%, ხოლო ევროში – 0.45%.

The post ეფექტური VS ნომინალური appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share