Guest Merlin Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის “ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ს” ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 8 აპრილს 16:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება უფასო ვორქშოპი: “როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები უსაფრთხოდ?” დრო: 8 აპრილი, 16:00 საათიადგილმდებარეობა: BTU, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მის: ჭავჭავაძის გამზ. #82.მომხსენებელი: გიორგი იაშვილი, ექსპერტი გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე. PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში – მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა