ფორუმელი Moor Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 ქვეყნის პირველმა პირებმა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი აღნიშნეს, სადაც 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა ქვეყნის საბჭოთა კავშრის 70 წლიანი მმართველონიდან გასვლასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს, რომელიც დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი იყო. იგი დღეს 82 წლის გახდებოდა. „[ზვიად გამსახურდიას] პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა. „დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში – გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დღე „ახალ, გათავისუფლებულ“ საქართველოს აღნიშნავს, რამდენადაც 1991 წლის რეფერენდუმზე ამომრჩეველმა „ევროპისა და განვითარების გზა აირჩია“. 31 მარტის რეფერენდუმს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა. დამოუკიდებლობის აღდგენას საფუძვლად 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი დაედო, რომლის თანახმადაც, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, რომელმაც სულ სამ წელს იარსებმა და 1921 წელს საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა