Jump to content
×
×
  • Create New...

ხახვის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/xaxvi-1-1024x684.jpg

ნიადაგის დამუშავება

ხახვისთვის ნიადაგის დამუშავება ტარდება ნიადაგურ–კლიმატური ზონიდან გამომდინარე. ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურებების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით. (ეროზიულ ნიადაგებზე ნაკვეთი იხვნება ბელტის გადაბრუნების გარეშე).

წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, თუ ნაკვეთი ძალიან დასარევლიანებულია, სასურველია ნაკვეთის აჩეჩვა 6–8 სმ. სიღრმეზე სარეველების პროვოცირების მიზნით, ან ტოტალური მოქმედების ჰერბიციდის შეტანა. ჰერბიციდის შეტანიდან ორი კვირის შემდეგ, კატეგორიულად იკრძალება ნაკვეთში სამუშაოების ჩატარება. ორი კვირის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის გასუფთავება ანარჩენებისგან და გატანა ნაკვეთიდან (ანარჩენების დაწვა ნაკვეთში დაუშვებელია, რადგან ნიადაგის მიკროფლორა და ფაუნა ზიანდება).

გასუფთავების შემდეგ, ნაკვეთში შეგვაქს ორგანული სასუქი, ასევე ფოსფორისა და კალიუმის (PK) სრული დოზა ნიადაგის ანალიზიდან გამომდინარე. ნაკვეთი იხვნება 20- 22 სმ. სიღრმეზე აგვისტო–სექტემბერში (ნიადაგურ-კლიმატური ზონების მიხედვით). ორგანული სასუქი შედის გადამწვარი ნაკელის სახით (არ არის რეკომენდებული ახალი ნაკელის გამოყენება).

ნაკვეთის შერჩევის დროს დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგის არის რეაქციას PH–ს, იგი უნდა იყოს PH= 6–7, ან სუსტი მჟავე. მოხვნის შემდეგ უნდა მომზადდეს ნიადაგი დასათესად.

ნიადაგის გაფხვიერება
ნიადაგის გაფხვიერება-დაფარცხვას მიმართავენ თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყიში, ერთეული სარეველების გამოჩენისთანავე, ამავე დროს ხდება ნიადაგის გაფხვიერება და ბელტების დაშლა.

დათესვა
ხახვი ითესება მწკრივებად და ზოლებრივად. მწკრივად თევის დროს მწკრივებს შორის მანძილი 30-35 სმ-ია, მცენარეთა შორის 5-6 სმ-ია. ზოლებრივი თესვისას მწკრივებს შორის მანძილი 18-20 სმ-ია და მცენარეთა შორის 6-8 სმ-ია და ზოლებს შორის 50 სმ. ჰექტარზე თესვის ნორმა ხელით თესვის შემთხვევაში 6-8 კგ. ხოლო მექანიზაციით თესვის შემთხვევაში 3-4კგ.

საშემოდგომო ხახვი ითესება სექტემბრის პირველ ნახევრამდე, საგაზაფხულო ხახვი თებერვლის ბოლო მარტის პირველ ნახევრამდე.

ნათესის მოვლა
საშემოდგომო ხახვი მოითხოვს ნაკლებ აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას, თოხნა მცენარეთა შორის და მწკრივთა შორის ტარდება 2-ჯერ, გამოხშირვა 2-ჯერ, მორწყვა საჭიროების მიხედვით. საგაზაფხულო ხახვში ტარდება ნიადაგის გაფხვიერება 4-5-ჯერ, გამოხშირვა 3-ჯერ.

მცენარეთა მორწყვა
მთელი ვეგეტაციის პერიოდში ნათესი ირწყვება 4-5ჯერ.

მცენარეთა დაცვა
საგაზაფხულო ხახვს უჩნდება შემდეგი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ჟანგა. საჭიროა წამლობ შესაბამისი ფუნგიციდებით. მავნებლებიდან ხახვის ბუზი. წამლობა შესაბამისი ინსექტიციდით.

მოსავლის აღება
ხახვის მოსავლის აღება იწყება როგორც კი ფოჩი გახმება, ცრუ ღერო მორბილდება და ჩაწვება. მოსავლის აღება ხდება ამომყრელი მანქანით, ან ხელით. ბარის რაიონებში ხახვი ჩვეულებრივად აგვისტოში შემოდის, მთაში – უფრო გვიან. ხახვი აღებული უნდა იქნას მშრალ, მზიან ამინდში. იყრება სუფთა ადგილზე სულ მცირე ერთი კვირა, რათა კარგად გაშრეს. (მზეზე დიდი ხნით დაყრა არ შეიძლება, რადგან ბოლქვი შეიძლება გამწვანდეს).

მოსავლის შენახვა
ეჭრება ცრუ ღერო ბოლქვის ყელიდან 3-5 სმ-ს დაცილებით, იყრება ბადურებში, ან ყუთებში 4-5 ფენად და ინახება გრილ, შესაბამისი ინსექტიციდით და ფუნგიციდით, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით დამუშავებულ სათავსოში.

ხახვის საშუალო მოსავალი ჰა-ზე ადგილობრივ ჯიშებში შეადგენს 24-26 ტონას, შემოტანილი ჯიშები ჰა-ზე 40 ტონა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share