Jump to content
×
×
  • Create New...

ალექსანდრე კობერიძის ფილმი კომპანია Cercamon-მა შეიძინა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართველი რეჟისორი, ალექსანდრე კობერიძის, ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” სადისტრიბუციო კომპანია Cercamon-მა შეიძინა.

დუბაიში დაფუძნებული კომპანია ფილმს სტრიმინგსერვის Mubi-ზე გამოაქვეყნებს. სურათი შემოდგომაზე ამერიკის, კანადის, იტალიის, ინდოეთის, თურქეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მაცხოვრებელთათვის იქნება ხელმისაწვდომი.

Cercamon-ის დახმარებით კობერიძის ახალ ფილმს ასევე ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი, რუმინეთი, ტაივანი და ჩინეთი შეიძენს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იაპონიის, სკანდინავიის ქვეყნების, ავსტრალიისა და ისრაელის სადისტრიბუციო კომპანიებთან.

კომპანია საერთაშორისო გაყიდვების გამოცდილმა სპეციალისტმა სებასტიენ შესნომ დააფუძნა. Cercamon წელიწადში რამდენიმე ფილმს უწევს სადისტრიბუციო მომსახურებას.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნაწარმია. სურათში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანი ქარსელაძე და ოლიკო ბარბაქაძე ასრულებენ. სურათზე ქართული საპროდიუსერო კომპანია “SakDoc” მუშაობდა.

სურათი ახალგაზრდა ქალისა და კაცის ამბავია, რომლებიც შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს, შეუყვარდებათ, მეორე დღეს კი განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.

ქართულ ფილმს ბერლნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის, FIPRESCI-ის პრიზი გადაეცა. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც 12 კრიტიკოსისგან არის დაკომპლექტებული “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საუკეთესო ფილმად დაასახელა.

The post ალექსანდრე კობერიძის ფილმი კომპანია Cercamon-მა შეიძინა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share