Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის გამოვლენის გამო, ქუთაისში 2 სკოლა და 2 საბავშვო ბაღი დაიხურა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქუთაისში Covid19-ის გავრცელების გამო სააღმზრდელო პროცესი ორ ბაგა-ბაღშია შეჩერებული, დისტანციურ რეჟიმზე კი – ქალაქის ორი საჯარო სკოლა იმყოფება.

ინფექციის დაფიქსირების გამო, სწავლების ონლაინ რეჟიმზეა ქუთაისის N 7 საჯარო სკოლა. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, ამავე სკოლის შენობაში დროებით განთავსებულია N 23 სკოლა და შესაბამისად მოსწავლეები იქაც დისტანციურად სწავლობენ.

დროებით დახურულია ქალაქის N22 და N13 ბაგა-ბაღები. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის დავით წიტაიშვილის თქმით, პედაგოგები პერიოდულად იტესტებიან და სწორედ გეგმიური შემოწმებისას მოხდა ვირუსის დაფიქსირება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share