Jump to content
×
×
  • Create New...

5 204 ცალი ფრანგული ენის სახელმძღვანელოს შესასყიდად სახელმწიფო 61 ათას ლარს გადაიხდის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მე-5, მე-6, და მე-7, მე-8 კლასების ფრანგული ენის სახელმძღვანელოებს ყიდულობს, რაშიც 61 ათას ლარზე მეტს გადაიხდის.

შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სასკოლო წიგნების უფასოდ გადაცემას ითვალისწინებს, საჭიროა ფრანგული ენის 5 204 ცალი სახელმძღვანელოს შესყიდვა, ჯამური ღირებულებით – 61 718.10 ლარი. სახელმძღვანელოების მომზადების ექსკლუზიური უფლებამოსილება გამომცემლობა შპს „ზებრა გრუპს“ აქვს.

საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა, აქედან ფრანგული ენა ამ ეტაპზე 132 სკოლაში ისწავლება. რაც შეეხება სხვა ევროპულ ენებს, 460 სკოლაში ისწავლება გერმანული და 20 სკოლაში იტალიური. საჯარო სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში ინგლისური ენის პარალელურად, მეორე უცხოურ ენად, მოსწავლეები რუსულს სწავლობენ.

მე-10 და მე-12 კლასების ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შესაძენად 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share