Guest Merlin Posted 31 მარტი, 2021 Posted 31 მარტი, 2021 საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე, 2021 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობები განსაზღვრა. მთავრობის დადგენილებაში საუბარია, რომ ოკუპირებულ რეგიონების მიმდებარედ მცხოვრები სტუდენტები განათლების ვაუჩერებს მიიღებენ, რომლის დაფინანსებაც წელიწადში არაუმეტეს 2 200 ლარი იქნება. „გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: რიყეში, რუხსა და ხურჩაში მცხოვრები საექიმო სპეციალობის მაძიებლების (შემდგომში − დაზარალებული მაძიებლები) მზადების 2021 წლის (იანვარ-დეკემბერი) დაფინანსება განხორციელდეს განათლების ვაუჩერის მეშვეობით, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. „განათლების ვაუჩერი წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული დაზარალებული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია განათლების დასაფინანსებლად. „დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. „განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის ერთჯერადად, არა უმეტეს 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულების (არა უმეტეს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის) ანაზღაურების ოდენობით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. რა ოდენობით სამეცნიერო გრანტის მიღების უფლება ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებს და როგორი იქნება კრიტერიუმები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა