Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა. ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გადასცა. “ცხოვრება იმდენად მძიმე ამბებით არის სავსე, განსაკუთრებით, ჩვენი დღევანდელობა, რომ როდესაც რაღაც ისეთი შეგხვდება, განყენებული, თავისთავად, სასიამოვნოა. თითო ასეთი რამ, ეს უკვე კავშირია საფრანგეთსა და საქართველოს შორის. მე ესეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია”. – თქვა რეჟისორმა. ღოღობერიძის შემოქმედება რამდენიმე დეკადას ითვლის. მისი პირველი სურათი “ერთი ცის ქვეშ” 1961 წელს გამოვიდა. რეჟისორია ფილმების “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “ვალსი პეჩორაზე”. უკანასკნელი ნამუშევარი “ოქროს ძაფი” 2019 წელს არის გადაღებული. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ფესტივალის ჯილდო. 1982 წელს ფილმისთვის “დღეს ღამე უთენებია” მიღებული კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი. The post ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ხელოვნების ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა