Jump to content
×
×
  • Create New...

ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ხელოვნების ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა. ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გადასცა.

“ცხოვრება იმდენად მძიმე ამბებით არის სავსე, განსაკუთრებით, ჩვენი დღევანდელობა, რომ როდესაც რაღაც ისეთი შეგხვდება, განყენებული, თავისთავად, სასიამოვნოა. თითო ასეთი რამ, ეს უკვე კავშირია საფრანგეთსა და საქართველოს შორის. მე ესეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია”. – თქვა რეჟისორმა.

ღოღობერიძის შემოქმედება რამდენიმე დეკადას ითვლის. მისი პირველი სურათი “ერთი ცის ქვეშ” 1961 წელს გამოვიდა. რეჟისორია ფილმების “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “ვალსი პეჩორაზე”. უკანასკნელი ნამუშევარი “ოქროს ძაფი” 2019 წელს არის გადაღებული.

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ფესტივალის ჯილდო. 1982 წელს ფილმისთვის “დღეს ღამე უთენებია” მიღებული კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი.

The post ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის ხელოვნების ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA