Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ქართული კინოს განვითარებასა და პერსპექტივებზე ილაპარაკა: “ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს. ეს ფილმები აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. ამ ახალგაზრდა თაობებში, კიდევ უფრო ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი აზრით, ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს“. – ამბობს წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 19 მარტს დაინიშნა. The post წულუკიანი: უნდა დაფინანსდეს ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს” appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა