Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 „ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, 2020 წლის მოწვევის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით (81 ხმა არცერთის წინააღმდეგ) დაამტკიცა. როგორც პარლამენტის დეპუტატმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლადო კახაძემ განაცხადა, ამ ცვლილება ნახევარი მილიონი ბავშვი ელოდება. „ექიმის იქ (სკოლებში) ყოფნა დამატებითი ბერკეტი იქნება მოსწავლეებზე მზრუნველობის გასაზრდელად. 2021 წლის 15 სექტემბრიდან, იმ სკოლებში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო 2022 წლის 15 სექტემბრიდან დანარჩენი მოცულობის სკოლებში განევრცობა. გაჩნდება კიდევ ერთი სივრცე უმაღლეს და სპეციალურ საგანამანათლებლო ნაწილში, სადაც ექიმები შეიმოსებიან არამარტო პროფესიული ცოდნით, არამედ პედაგოგიური ცოდნითაც, რომ შემდეგ სკოლებში იქნება მათი შემოქმედების კიდევ ერთი გამოვლენა, რომ მოწაფეებთან არამარტო პროფესიული უნარ-ჩვევებით მივლენ, არამედ მათთვის გასაგები ახსნა- განმარტებებითაც“, – განაცხადა ლადო კახაძემ. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეისათვის, საჯარო სკოლის 2500 შენობიდან სამედიცინო კაბინეტი 532-ში ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. ასევე, დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს. იხილეთ დოკუმენტი ინიციატივა ამ ცვლილების შესახებ წინა მოწვევის პარლამენტმა დაარეგისტრირა. სკოლებში სამედიცინო პუნქტების ასამუშავებლად 31 მილიონი, შემდგომ წლებში კი 9,5 მლნ ლარი იქნება საჭირო – ახალი დეტალები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა