ფორუმელი Moor Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ თანამფლობელმა, რუსუდან კერვალიშვილმა, რომელსაც თაღლითური სქემით 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დღეს საპატიმრო დატოვა. რუსუდან კერვალიშვილი დასთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად, რომელიც ასევე „ცენტრ პოინტის“ თანამფლობელია, სასამართლომ დამნაშავედ 2017 წელს ცნო. ეს უკანასკნელი „ცენტრ პოინტის“ საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის გათვალისწინებით 7 წლიან სასჯელს იხდის. „მაქვს ძალიან დიდი სინანული, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად“, – განაცხადა გათავისუფლების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა, რითაც მან იმ დაზარალებულ მომხმარებლებზე მიუთითა, რომელთაც წლების წინ, ბინების შესაძენად თანხები წინასწარ გადაიხადეს, თუმცა საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე არ მიუღიათ. აღნიშნა, რომ რომ იგი 2007 წლიდან კომპანიის საქმიანობიდან ჩამოცილებული იყო, კერვალიშვილმა დაამატა, რომ მისი და, მაია რჩეულიშვილი მერიის ჩართულობით, რვა სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ მიერ აღებულ ყველა სამშენებლო ვალდებულებას შეასრულებენ. მისივე თქმით, ინვესტორებს უკვე გადაეცათ ყველა ქონება, ასევე გადაეცემათ ფულიც და პროკურატურასთან საპროცესო გარიგების ფარგლებში, ოჯახი მაია უახლოეს მომავალში მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებასაც ელის, რომელიც სასჯელს უკვე ხუთი წელია იხდის. კერძო სექტორში საქმიანობის გარდა, რუსუდან კერვალიშვილი 2008-2012 წლებში პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო. იგი საკანონმდებლო ორგანოში, ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა. ასევე წაიკითხეთ: „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” თანამფლობელი დააკავეს ‘ცენტრ პოინტის’ მფლობელებს თაღლითობის სავარაუდო საქმეზე ბრალი წარედგინათ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა