Jump to content
×
×
  • Create New...

ვირუსები, რომლებიც ვაქცინამ დაგვავიწყა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ისტორიას ბევრი დაავადება ახსოვს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი მომაკვდინებელი ძალის შესახებ თანამედროვე ადამიანმა ბევრი არაფერი იცის. ავადობისა და სიკვდილიანობის შემთხვევების რადიკალური კლება ვაქცინების დამსახურებაა. მისი მნიშვნელობა კი განსაკუთრებით ისეთი ვირუსული დაავადებების დროს იზრდება, რომლებიც ჰაერით მარტივად ვრცელდება და ყველანაირ გეოგრაფიულ საზღვარს შლის. 

მწვავე ვირუსული ინფექცია ყვავილი მთელ მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული. მე-18 საუკუნეში მხოლოდ ევროპაში ყოველწლიურად ის დაახლოებით 400 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. ისტორიაში პირველი წარმატებული ვაქცინაც 1796 წელს სწორედ ყვავილის წინააღმდეგ შეიქმნა. 1977 წელს ყვავილით ადამიანის დაინფიცირების უკანასკნელი შემთხვევა გამოვლინდა, სამი წლის შემდეგ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მისი სრულად გაქრობა დაადასტურა.

პოლიომიელიტის ვირუსი ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სასიკვდილო. 1952 წელს მხოლოდ აშშ-ში 3 ათასზე მეტი ბავშვი ამ ინფექციით დაიღუპა და 21 ათასზე მეტი ადამიანის კუნთების დაზიანებისა და პარალიზის მიზეზი გახდა. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა 1979 წელს შეიქმნა. დღეს ვირუსი განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში აღარ გვხვდება.  

მე-20 საუკუნეში სიკვდილის გამომწვევი მესამე მთავარი მიზეზი დიფტერია იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი რადიკალურად ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შემდეგ დაეცა. 2004-2008 წლებში აშშ-სა და იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წარიმართა, დიფტერიის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

mat-napo-pIJ34ZrZEEw-unsplash-scaled.jpgMat Napo / Unsplash

წითელას ეპიდემია მსოფლიოს თავს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ ახსენებდა. ინფექციის მსხვერპლი ყოველწლიურად 2.6 მილიონი ადამიანი, უმეტესად, ბავშვები იყვნენ. ამ ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა 1963 წელს შეიქმნა და სიკვდილიანობამ მალევე იკლო. დღეს წითელასა და ბავშვებში გავრცელებული სხვა მწვავე ინფექციური დაავადებების – წითურასა და ყბაყურას თავიდან აცილების ერთადერთი გზა მათი საწინააღმდეგო ვაქცინა MMR-ია.  

რესპირატორული დაავადება გრიპი ეპიდემიების სახით ყოველ წელს იჩენს თავს. ისტორიაში ყველაზე დიდი პანდემია 1918 წელს დაიწყო. ესპანურ გრიპად წოდებულმა ვირუსმა მაშინ 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. დღეს გრიპის 200-ზე მეტი ქვეტიპია და მათით დაინფიცირებისა და გართულებების თავიდან აცილების საშუალება მხოლოდ ვაქცინაა. 

წელიწადზე მეტია, მსოფლიო ახალი პანდემიის პირისპირ დგას. კორონავირუსის ახალმა შტამმა COVID-19-მა 2.75 მილიონი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ამ რიცხვების ზრდის შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

The post ვირუსები, რომლებიც ვაქცინამ დაგვავიწყა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share