Jump to content
×
×
  • Create New...

2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური – შედეგები და აპელაციის შესაძლებლობა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა აპელაციის პროცედურის დეტალებიც.

ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებულად მიიჩნევა ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადამსვლელი ქულები

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

შედეგების ხილვა შეგიძლიათ ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს მიღწეული შედეგი არ აკმაყოფილებს, ქვეყნდება აპელაციის განაცხადის ფორმაც.

აპელაციის პროცესის შემდეგ მესამე ტურში გადამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2021 წლის 31 მარტის 10:00 საათიდან 2021 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე.

“ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

იხილეთ მეორე ტურში გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share