ფორუმელი Moor Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიკოსებსა და 65 წელს ზევით პირებსაც შეეძლებათ. ეს იგივე პრიორიტეტული ჯგუფებია, რომელთაც მოცემული მომენტისთვის საქართველოში ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწო, რასაც რამდენიმე დღეში „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები დაემატა. ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა ჯამში 4 344-მა მოქალაქემ მიიღო, 11 273 კი – საკუთარ რიგს ელოდება. ოკუპირებულ რეგიონებში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. რუსეთმა 15 იანვარს იმუნიზაციის პროცესი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ მხოლოდ თავის სამხედრო ბაზებზე დაიწყო. სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსული „სპუტნიკ ვ“ ვაქცინის 1 500 დოზას მარტის ბოლოს ელოდებიან. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით კი – აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რუსეთს „სპუტნიკის“ შესაძენად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიმართა, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში ვაქცინის დოზები ამ დრომდე არ მიუღიათ. 29 მარტის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 13 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 860 გამოჯანმრთელდა, 212 კი – გარდაიცვალა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ვირუსის 3 296 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 2 898 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდცვლილთა შესახებ ცნობები ბოლო სამი თვეა არ გამოქვეყნებულა. ასევე წაიკითხეთ: თეა ახვლედიანი ოკუპირებულ რეგიონებთან „პირდაპირ დიალოგსა“ და სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობს სოხუმმა ენგურზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა აფხაზეთსა და ცხინვალში განთავსებულ რუსულ ბაზებზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო თეა ახვლედიანი აფხაზებთან და ოსებთან „არაფორმალურ“ დიალოგზე საუბრობს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა