Jump to content
×
×
  • Create New...

აჭარის მთავრობა რეგიონის 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

აჭარის მთავრობა რეგიონის 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, 650-ზე მეტ მოსწავლეს, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ქობულეთიდან, დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

წყარო: 1tv.ge

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share