Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 მარიამ კაპანაძის მიერ გადაღებული ქართული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მიტოვებული სოფელი” ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ნამუშევარი ფესტივალის ერთერთი პროგრამის, Perspectives Short Films-ის მონაწილეა. “მიტოვებული სოფელი” კინოსსტუდია “კვალი XXI”-ის, კინოცენტრ “ქართული ფილმი – აფხაზეთი”-სა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული. ცოტა ხნის წინ კაპანაძის ნამუშევარი პირველი ქართული ანიმაციური ფილმი გახდა, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. 2020 წელს სურათი ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ნამუშევარს იაპონიის საგარეო სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ასევე პარიზის საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. The post “მიტოვებული სოფელი” ანესის კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა