Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 საქსტატი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა აფასებს COVID-19-ის გავლენას ბავშვთა განათლების მიღებასა და დისტანციურ სწავლებაზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვების რაოდენობამ (6-17 წლის), რომლებიც 2020 წლის მარტში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე დადიოდნენ შესაბამის დაწესებულებებში და მათი დახურვის შემდეგ უტარდებოდათ ონლაინ გაკვეთილები, 96.8 პროცენტი შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 98.0 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებისათვის – 95.2 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 6-11 წლის ასაკის ბავშვებში და მან 97.4 პროცენტი შეადგინა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ 6-17 წლის ასაკის ბავშვების 57.3 პროცენტი უყურებდა ან უსმენდა სატელევიზიო გაკვეთილებს. აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით მაღალია სასოფლო ტიპის დასახლებებში (60.7%), სქესის მიხედვით – გოგონებში (59.8%), ხოლო ასაკის მიხედვით – 6-11 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში (61.5%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტია ძალიან კმაყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის პერიოდში დისტანციური სწავლების მეთოდებით, ძალიან უკმაყოფილო 12 პროცენტი, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი კი 43 პროცენტი. ამავე კვლევის თანახმად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ განუახლებია ბავშვთა 38.4 პროცენტს, ხოლო სასწავლო პროცესის განახლების დროისათვის სწავლა უკვე დამთავრებული ჰქონდა ბავშვთა 3.9 პროცენტს. „2-17 წლის ასაკის ბავშვების 57.4 პროცენტმა გააგრძელა სწავლა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რომლებიც დადიოდნენ სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე“, – ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში. ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ დაბრუნების ძირითად მიზეზად საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა, ონლაინ სწავლების შესაძლებლობა (67.3%) და ასევე COVID-19-ის მიმართ შიში (28.1%) დასახელდა. „სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება“ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა