Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 ინდოეთში მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის იურიდიული სტატუსი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ციფრული ვალუტის ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა ახლა თავიანთი საქმიანობის შესახებ უნდა განაცხადონ. განცხადება წარმოადგენს მათი ფინანსური ანგარიშგების ნაწილს, რაც მთავრობის მიერ განსახილველად მიღებული ახალი დადგენილებების თანახმად კომპანიებს ევალებათ. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ახალი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან განაცხადონ ფინანსური წლის განმავლობაში კრიპტოვალუტაში განხცორციელებული ინვესტიციის შედეგები, მოგება ან წაგება. ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მოიცავს კრიპტოვალუტის რაოდენობას, რომელსაც კომპანია ფლობს საანგარიშო თარიღისთვის. აგრეთვე მომხმარებლების მიერ კრიპტოვალუტის ინვესტიციის ან ვაჭრობის მიზნით განხორციელებული დამატებითი ავანსების შემცველ ინფორმაციას. კომპანიები, რომლებმაც უნდა გაამჟღავნონ თავიანთი კრიპტოვალუტის მონაცემები ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლ კომისიასთან ითანამშრომლებენ. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი არ არის ინოვაციას განვითარებაში ხელი შეუშალოს. The post ინდოეთში კრიპტო კომპანიებმა მთავრობას ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა