Guest Merlin Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 განათლების სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პირობებში, კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში 6000-ზე მეტი ბავშვი გადავიდა. ამის შესახებ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს. კომიტეტის სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 წელს ფინანსური თუ სხვა საკითხების გამო, კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში 3133 მოსწავლე გადავიდა. მიმდინარე სასწავლო წელს (2020-2021წწ) კი – კერძო სკოლიდან საჯაროში უკვე 3700 ბავშვია გადასული. კერძო სკოლიდან კერძოში – 583 მოსწავლე. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის მონაცემებით სულ 609 ათასი მოსწავლეა აღრიცხული, მათგან 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლობს 549 ათასი ბავშვი, კერძო სკოლებში კი – 60 000 მოსწავლე. მოსწავლეები შესახებ მონაცემები მიმდინარე პროცესში ყოველდღიურად იცვლება. პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ კანონში”, რომლის თანახმადაც, კერძო სკოლებისთვის დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცედურები იცვლება. „ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება“ კერძო სკოლებს დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცესი გაუმარტივდებათ – რა ცვლილება იგეგმება კანონში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა