Jump to content
×
×
  • Create New...

სოროსის ფონდის ხელმძღვანელი:„ბიტკოინი – ეს უნიკალური შესაძლებლობაა“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Soros Fund Management-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, დოუნ ფიტცპატრიკი ბიტკოინში უნიკალურ შესაძლებლობებს ხედავს.

დოუნ ფიტცპატრიკმა (Dawn Fitzpatrick) აღნიშნა, რომ Soros Fund Management ბოლო დროს კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი ბიტკოინის მიმართ შესამჩნევ ინტერესს იჩენს. ამის გამომწვევ მრავალ მიზეზს შორის მთავარი ბიტკოინის, როგორც აქტივის „მომწიფებაა“, რომელიც დღეს სხვა აქტივების გვერდით განიხილება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიპტოვალუტების მთლიანი ინფრასტრუქტურა ძალიან საინტერესოა და უკვე ვდებთ გარკვეულ ინვესტიციებს ამ სფეროში. თუ ზოგადად კრიპტოვალუტებს შევეხებით, ახლა დროის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ბიტკოინს შეუძლია იყოს მეორეხარისხოვენი აქტივი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბოლო 12 თვეში აშშ-ში ფულის მიწოდება 25%-ით გაიზარდა, ბიტკოინისკენ გვიბიძგებს.“- თქვა ფიტცპატრიკმა.

Dawn Fitzpatrick, head of the legendary asset management shop sees an 'inflection point' for #Bitcoin and other #cryptocurrencies. The Soros Fund Management CIO, however, gives a mysterious response when asked if she owns any bitcoin.

More on @crypto: https://t.co/YdUELlFmka pic.twitter.com/shG841DxHw

— Bloomberg Crypto (@crypto) March 26, 2021

ბოლო ორი თვის განმავლობაში Soros Fund Management-მა ორ კრიპტოვალუტის პროექტში განახორციელა ინვესტიცია. ორივე მათგანი ბიტკოინს უკავშირდება.

„ არსებობს ფიატური ფულის გაუფასურების რეალური საფრთხე. როდესაც ბიტკოინზე ვსაუბრობთ, მე არ ვფიქრობ მასზე როგორც ვალუტაზე. ეს არის პროდუქტი, რომელიც ადვილი შესანახი და უფრო ადვილი გადასატანია.“ – ასკვნის ფიტცპატრიკი.

წყარო: https://bits.media

 

The post სოროსის ფონდის ხელმძღვანელი:„ბიტკოინი – ეს უნიკალური შესაძლებლობაა“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share