Jump to content
×
×
  • Create New...

მარტში ბიტკოინის მაინერების შემოსავალმა 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მარტის თვეში ბიტკოინის მაინერებმა 1.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც თებერვლის მაჩვენებელს 150 მილიონი დოლარით აჭარბებს. შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი ბლოკის ჯილდოებზე მოდის.

შემოსავლის დიდი წილი – 1.36 მილიარდი დოლარი, მიღებულია ბლოკებისთვის ჯილდოს სახით, 148 მილიონი დოლარი კი საკომისიოს სახით. მარტში მაინერებმა გაცილებით მეტი გამოიმუშავეს ვიდრე თებერვალში, როცა შემოსავალმა 1.36 მილიარდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჯამში წლის დასაწყისიდან დღემდე ბიტკოინის მაინერები ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/03/bitcoin-miner-revenue-monthly.png

მარტის შუა რიცხვებში Glassnode-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის მაინინგმა რეკორდულ მომგებიანობას მიაღწია – მაინერები დღიურად 52.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ, რაც ბიტკოინის ფასისა და ტრანზაქციების საკომისიოს ზრდასთანაა დაკავშირებული.

მაინინგ კომპანიების აქციები ბიტკოინში ჩადებულ ინვესტიციებზე მომგებიანი გამოდგა. გასული წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 900%-ით გაიზარდა, მაინინგ კომპანიების აქციები კი იგივე პერიოდის განმავლობაში 5000%-ით. მაინინგ ფირმების აქციებში ჩადებული ინვესტიციები 455%-ით უფრო მომგებიანი გამოდგა ვიდრე ბიტკოინში დაბანდებები.

წყარო: https://bits.media

The post მარტში ბიტკოინის მაინერების შემოსავალმა 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   80 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 80 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)