Jump to content
×
×
  • Create New...

ოცნების შემომწირველს ოზურგეთმა 17 მილიონის ტენდერი მისცა


Recommended Posts

  • ფორუმელი
ოცნების შემომწირველს ოზურგეთმა 17 მილიონის ტენდერი მისცა admin Mon, 03/29/2021 - 21:29

შპს “გზამშენი-18"-ის ორმა მეწილემ – თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ "ქართულ ოცნებას" 25,000 ლარი შეწირეს, რის შემდეგაც მათ კომპანიას 27,420,596 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს.

კომპანიის 68 მოგებული ტენდერიდან 45 ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე მოდის, და მათი საერთო ღირებულება 16,679,382 ლარს შეადგენს.

ჯამში “გზამშენი-18"-ის მიერ მოგებული ტენდერების საფასური 33,770,333 ლარია, საიდანაც 41 შემთხვევაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო 11 მილიონი კონკურენტთა დისკვალიფიკაციით მოიგო
.

შპს “გზამშენი-18" (ს/კ237081206) ოზურგეთში 2000 წელს დარეგისტრირებული მსხვილი საგზაო-სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც 18 მეწილე ჰყავს. კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თეიმურაზ ჯახვაა. “გზამშენი-18" 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და სულ 130 ტენდერი უფიქსირდება, მათგან 68-შემთხვევში გამარჯვებულის პოზიცია ერგო.

კომპანიის დირექტორმა თეიმურაზ ჯახვამ, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი იყო, 2012 წლის 20 ივლისს ნაციონალურ მოძრაობას 15,000 ლარი შეწირა. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, 2017 წლის 5 სექტემბერს, თეიმურაზ ჯახვამ და კომპანიის 20%-იანი წილის მმართველმა ვახტანგ ჭანტურიამ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 25,000 ლარი ჩარიცხეს, (ჭანტურიამ -10,000, ჯახვამ-15,000), რის შემდეგაც, შპს “გზამშენი-18" კიდევ უფრო აქტიურად იგებდა სახელმწიფო შესყიდვებს. სანამ მეწარმეები მმართველი გუნდის შემომწირველები გახდებოდნენ, მათი კომპანიის სახელზე 6,349,736 ლარის ხელშეკრულებები იყო გაფორმებული. შეწირვის შემდეგ მოგებული ტენდერების ღირებულებამ 27,420,596 ლარი შეადგინა. ამ ამბიდან, სულ რაღაც 6 დღეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს “გზამშენი-18"-ს, კონკურენტი კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 1,200,342 ლარის ტენდერი გაუფორმა(DAP170000122). ასევე, 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიას 4,540,153 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მოაგებინა (CMR170164694 ). თავად თეიმურაზ ჯახვა უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი კომპანიის ,,წარმატება" მთავრობისთვის შეწირულ თანხასთანაა კავშირში.

კორუფციულ სურათს ისიც ამყარებს, რომ კომპანია ძირითადად, ერთ შემსყიდველზეა დამოკიდებული. 68 მოგებული ტენდერიდან 45 შემთხვევაში შემსყიდველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. ჯამში, კომპანიასა და ოზურგეთის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფასური 16,679,382 ლარია.

კომპანიას ტენდერების მონიტორზე სხვა სარისკო მაჩვენებლებიც უფიქსირდება, როგორიცაა; ავანსის გაცემა, გამოცდილების მოთხოვნა, დაბალი კონკურენცია, შესყიდვებში “გზამშენის-18“-ის შეთავაზებული ფასი ხშირად უფრო მაღალია დამარცხებული კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხასთან შედარებით.

შპს “გზამშენი-18"-მა 68 მოგებული შესყიდვიდან სულ 33,770,333 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, აქედან 10 შემთხვევაში, სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. ხოლო 41 შესყიდვის ხელშეკრულება უკონკურენტო გარემოში გაიფორმა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა.

წყაროები:

https://tenders.procurement.gov.ge/login.php

https://www.tendermonitor.ge/ge/organization/34575

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]jioPpp[XnBQIA2vLg

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/166356400_2919062231702541_3074107407847308107_o.jpegმარტი 2021 2021 Author ნინო ლომიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share