Jump to content
×
×
  • Create New...

Disney-ს გახმოვანების კონკურსში Bravo Records-მა გაიმარჯვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რამოდენიმე თვის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექსკლუზიურად შეიძინა Walt Disney-ს კლასიკად ქცეული ანიმაციური ფილმები და ასევე მოიპოვა ლიცენზია, გაეკეთებინა  ქართულ ენაზე დუბლირება, რის შემდეგაც გამოცხადდა კონკურსი, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისგან:

1. ანიმაციური ფილმების დუბლირება

2. ანიმაციურ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართული ვერსიების შექმნა

Bravo Records-მა ორივე ნომინაციაში მიიღო მანწილეობა და უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, ერთადერთი სტუდია გახდა, რომელიც ორივე ნომინაციის ფინალში გადავიდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით  ფილმების დუბლირების ნომინაციაში გამარჯვებულად Bravo Records-ი გამოცხადდა, ხოლო სიმღერების ქართული ვერსიების შექმნის ნომინაციაში გამარჯვება  “სტუდია ფონოგრაფს” დაუთმო.

Walt Disney-ს ანიმაციურ ფილმის “მულანი” დუბლირებაზე  – მუშაობდნენ

მსახიობები:

მუშუ –  სანდრო ჯანგირაშვილი

მთავარი სული – ზვიად დოლიძე

მულანი – გვანცა ლაღიძე

სულებიზანდა მგალობლიშვილი; ზურა გორგაძე; ნათია კავსაძე; ვალერი კორშია; ლუკა ახალაძე; ნინო წეროძე; გიორგი კაჭახიძე

რეჟისორინინო შადური

ხმის რეჟისორი რეზი მიქელაძე

ბალანსი და მასტერინგი თორნიკე ფოფხაძე;  სანდრო მაზიაშვილი

ტექსტის თარგმნა და ადაპტირება ნინი ჩაკვეტაძე

Walt Disney-ს ანიმაციურ ფილმში “მულანი“ გამოყენებული სიმღერის ქართული ვერსიის შექმნაზე მუშაობდნენ:

მსახიობები:

ეკა კახიანი

სალომე ბაკურაძე

სოფიო კაკულია

ნათია კავსაძე

გვანცა ლაღიძე

თეკო ჩუბინიძე

ნინო წეროძე

ნატო გაგნიძე

მაია ქარსელაძე

ხმის რეჟისორი და მუს. პროდიუსერიალეკო ბერძენიშვილი

რეჟისორინინო შადური

ტექსტის თარგმნა და ადაპტირება მანჩო გურგენიძე

პროდიუსერებისანდრო მაზიაშვილი;გიორგი ბუბაშვილი

გთავაზობთ მუსიკალურ ფრაგმენტს, რომელიც ფინალში მოხვდა:

The post Disney-ს გახმოვანების კონკურსში Bravo Records-მა გაიმარჯვა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share