Jump to content
×
×
  • Create New...

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე გაფიცულ მუშებს სახელფასო დავალიანება მიმდინარე დღეებში აუნაზღაურდებათ“ – ვასილ ხორავა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე გაფიცულ მუშებს კონტრაქტორ კომპანიაში პასუხობენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს შპს. „ზიმოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხორავამ განუცხადა, დღეს გაფიცული მუშები მათი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები არიან და ფონდ „ქართუსთან“, რომელიც უნივერსიტეტს აშენებს, არანაირი შეხება არ აქვთ.

„რაც შეეხება დღევანდელ აქციას, რომელიც დასაქმებულებმა გამართეს, ჩვენს კომპანიას, შპს „ზიმოს“, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც მიიღო დაკვეთა რომ აეშენებინა სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსები, ჰყავს რამოდენიმე მიმართულებით ქვეკონტრაქტორი კომპანია. დღეს გამართული აქციის მონაწილეები არიან სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. ეს კომპანიაა „დეტე ინჟინერინგი“. ესენი არ არიან არც ფონდ „ქართუს“ და არც კონტრაქტორი კომპანიის (შპს.ზიმოს) თანამშრომლები“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

მისივე თქმით დავალიანების დაფარვა, რომელიც არა 3 თვის, არამედ თვენახევრის ხელფასს შეადგენს, მიმიდნარე კვირაშივე მოხდება.

„რაც შეეხება არსებულ დავალიანებს, რომელსაც დღეს გაფიცული ხალხი ასახელებს, მათ აქვთ თვენახევრის დავალიანება. ანუ ჯერ მარტი არ დასრულებულა და მარტის ხელფასს იღებენ 15 აპრილამდე, რაც კონტრაქტითაა გაწერილი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვესაუბრეთ ამ კომპანიის ხელმძღვანელობას, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. მათ გვითხრეს, რომ ჰქონდათ გარკვეული საგადასახადო ვალდებულები, რომელიც დაფარეს წინა კვირაში, აღნიშნულ დავალიანებას, რომელიც მათ თანამშრომლების წინაშე გააჩნიათ მიმდინარე დღეებში დახურავენ“, – განგვიცხადა ვასილ ხორავამ.

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშები დღეს გაიფიცნენ, როგორც ისინი აცხადებენ 4 თვის სახელფასო დავალიანებ აქვთ ასაღები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   9 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 7 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(4)
    • Chrome(14)
    • YandexBot(2)
    • ASIA