Jump to content
×
×
  • Create New...

ეს უნდა იცოდე: Snyder Cut


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Snyder Cut-ის ყურება უკვე შესაძლებელია HBO Max-ზე. ეს არის Justice League-ის ახალი, 4-საათიანი ვერსია, რომელსაც DC-ის სამყაროს ფანები სულმოუთქმელად ელოდნენ. 

Warner Brothers-მა რეჟისორ ზაკ სნაიდერს DC-ის სამყარო სწორედ იმ დროს ჩააბარა, როცა Disney-ს Marvel პოპულარობის პიკში იყო. მისი გადაღებულია ისეთი ფილმები, როგორებიცაა Man of Steel და Batman v Superman: Dawn of Justice. რეჟისორისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი Justice League უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფილმზე მუშაობის პროცესში Warner Brothers-ის მიერ სცენარში ცვლილებების შეტანამ სნაიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. მასა და კომპანიის მაღალი თანამდებობის პირებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ ყველაფერს სნაიდერის ოჯახური ტრაგედია – შვილის გარდაცვალება დაემატა. რეჟისორმა პროექტის დატოვება გადაწყვიტა, Warner Brothers-მა კი იგი ჯოს უიდონით ჩაანაცვლა. 

დაახლოებით $300 მილიონიანი ბიუჯეტით Justice League ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმი გახდა, მაგრამ იგი კომპანიისთვის ზარალის მომტანი აღმოჩნდა. უკმაყოფილო ფანები აცხადებდნენ, რომ ის არ ჰგავდა ზაკ სნაიდერის წინა ნამუშევრებს. მათ თავად რეჟისორმაც დაუდასტურა, რომ მისი გადაღებული კადრების დიდი ნაწილი ეკრანზე არ მოხვდა. შედეგად, სოციალურ ქსელებში უამრავი ფანი სთხოვდა კომპანიას, რომ ფილმის სნაიდერის ვერსია – Snyder Cut გამოეშვათ. 

სანამ ახალი HBO Max გამოჩნდებოდა, არავის ეგონა, რომ Warner Brothers ამას გააკეთებდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში მილიონობით თხოვნამ ჰეშთეგით #ReleaseTheSnyderCut, პეტიციამ 180 000 ხელმოწერითა და ახალი Streaming პლატფორმისთვის პოპულარობის მოტანის სურვილმა Warner Brothers-ს გარისკვა გადააწყვეტინა. 

Zack Snyder’s Justice League-მა 2017 წელს გამოსულ ვერსიაზე უკეთესი შეფასებები დაიმსახურა და მას 18-21 მარტს დაახლოებით 1.8 მილიონ ოჯახში უყურეს. მიუხედავად ამისა, ფილმის შემდეგი ნაწილის გადაღება არ იგეგმება. 

The post ეს უნდა იცოდე: Snyder Cut appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share