Guest Merlin Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, 2021 წელს საჯარო სკოლებისთვის სასკოლო მერხებსა და სკამებს შეიძენენ. „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, ზოგიერთი სახის საგანმანათლებლო დანიშნულებისათვის საჭირო ინვენტარის, კერძოდ, 24 000 (ოცდაოთხი ათასი) კომპლექტი სასკოლო მერხისა და სკამის (შემდგომში – საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. კომპლექტის შემადგენლობაში შედის 1 ცალი სასკოლო მერხი და 1 ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე. სასკოლო მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე ნაკეთობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2′ 064′ 000.00 ლარია. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის მიწოდება ეტაპობრივად, 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი კი 1-ელ მაისამდეა განსაზღვრული, რომლის ფარგლებში 18 095 ერთეული სასკოლო მერხისა და სკამის შეძენა მოხდება. რაც შეეხება ინვენტარის რაოდენობას სასკოლო დონეების მიხედვით, ასე ნაწილდება: II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 7 057 (შვიდი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) კომპლექტი; III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 8 153 (რვა ათას ას ორმოცდაცამეტი) კომპლექტი; IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი – 8 790 (რვა ათას შვიდას ოთხმოცდაათი) კომპლექტი. შესყიდული სასკოლო მერხები და სკამები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდება: შიდა ქართლი – 2109; სამცხე-ჯავახეთი – 1699; გურია -1456; სამეგრელო-ზემო-სვანეთი -1748; ქვემო ქართლი -4164; კახეთი – 2134; რაჭა-ლეჩხუმი -ქვემო სვანეთი – 500; მცხეთა-მთიანეთი- 245; იმერეთი -1740; თბილისი – 7980. ორ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 062 მოზარდი დაშავდა – არის თუ არა რისკის ზონა სკოლების მიმდებარე ტერიტორიები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა