Jump to content
×
×
  • Create New...

რას წარმოადგენს შავი ხვრელი


Katutu
 Share

Recommended Posts

 

ადამიანების უმეტესობას ბუნდოვნად ან არასწორად წარმოუდგენიათ რა არის შავი ხვრელი. ამ დროს კი ეს სამყაროს იმდენად გლობალური და მძლავრი ობიექტია, რომ ჩვენი პლანეტა მასთან შედარებით – არაფერია.

არსი

შავი ხვრელი არის კოსმოსური ობიექტი, რომელსაც გააჩნია იმდენად უზარმაზარი გრავიტაცია რომ ის შთანთქავს ყველაფერს რაც კი მის გარშემო მოხვდება. ეს ის ობიექტია რომელში მოხვედრის შემდეგ სინათლეც კი ვერ აღწევს თავს, იგი ასევე ამრუდებს დროსა და სივრცეს. შავი ხვრელების სიახლოვეს დროც კი ნელდება.

სინამდვილეში შავი ხვრელების არსებობა მხოლოდ თეორიაა (და ცოტაოდენი პრაქტიკა). მეცნიერებს გააჩნიათ ვარაუდები და პრაქტიკული ახსნები, მაგრამ შავი ხვრელების სიღრმისეული გამოკვლევა ჯერ არ მოხერხებულა. ამის გამო შავ ხვრელებს პირობითად ეძახიან  ყველა ობიექტს, რომლებიც მოცემულ აღწერას შეესაბამება.

ნებისმიერ შავ ხვრელს გააჩნია .. მოვლენათა ჰორიზონტი. ეს ის საზღვარია რომლის გადაკვეთის შემდეგ უკვე ვეღარაფერი შეძლებს დაბრუნებას. ამასთანავე, რაც უფრო ახლოს იმყოფება ობიექტი შავ ხვრელთან, მით უფრო ნელა მოძრაობს.

 

cc.jpg

წარმოქმნა

შავი ხვრელის წარმოქმნის რამდენიმე სახე და გზა არსებობს:

  • შავი ხვრელების წარმოქმნა სამყაროს წარმოქმნის შედეგად. ასეთი შავი ხვრელები გაჩნდა დიდი აფეთქების შედეგად.
  • მომაკვდავი ვარსკვლავები. როდესაც ვარსკვლავი კარგავს თავის ენერგიას და თერმობირთვული რეაქციები წყდება, ვარსკვლავი იწყებს შეკუმშვას. შეკუმშვის დონის მიხედვით გამოყოფენ: ნეიტრონულ ვარსკვლავებს, თეთრ ჯუჯებს და, შესაბამისად, შავ ხვრელებს.
  • ექსპერიმენტის შედეგად მიღებული. მაგალითად, კოლაიდერში შეიძლება შეიქმნას კვანტური შავი ხვრელი.

 

ვერსიები

ბევრი მეცნიერი ემხრობა იმ აზრს, რომ შავი ხვრელები მთელ შთანთქმულ მატერიას სხვა ადგილას გაისვრიან. ანუ უნდა არსებობდნენ .. თეთრი ხვრელები, რომლებიც უკუპრინციპით იმოქმედებენ. თუ შავ ხვრელში მხოლოდ მოხვედრაა შესაძლებელი და გამოსვლა არა, მაშინ თეთრ ხვრელში, პირიქით, მოხვედრა შეუძლებელი იქნება. მეცნიერების მთავარი არგუმენტია კოსმოსში დაფიქსირებული უეცარი და ძლიერი ენერგიის გამოფრქვევები.

სიმების თეორიის მომხრეებმა შექმნეს შავი ხვრელის საკუთარი მოდელი, რომელიც ინფორმაციას ანადგურებს. მათ თეორიას ჰქვია Fuzzball იგი იძლევა იმ კითხვებზე პასუხის საშუალებას, რომლებიც სინგულარობასა და ინფორმაციის გაქრობასთანაა დაკავშირებული.

რა არის სინგულარობა და ინფორმაციის გაქრობა? სინგულარობაეს ისეთი წერტილია სივრცეში, რომელიც ხასიათდება უსასრულო წნევით და სიმკვრივით.  ბევრს აცბუნებს სინგულარობის ფაქტი, რადგან ფიზიკოსებს არ შეუძლიათ უსასრულო რიცხვებთან მუშაობა. ბევრი დარწმუნებულია რომ შავ ხვრელში არსებობს სინგულარობა, მაგრამ მისი მახასიათებლები ძალიან ზედაპირულადაა აღწერილი.

მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პრობლემა და გაუგებრობა ჩნდება კვანტური მექანიკისა და გრავიტაციის შეუსაბამებლობის გამო. მეცნიერებს არ შეუძლიათ ისეთი თეორიის შექმნა, რომელიც ამ ორ გააერთიანებდა, ამიტომაც ჩნდება პრობლემები შავ ხვრელთან დაკავშირებით. შავი ხვრელი ხომ თითქოს ინფორმაციას ანადგურებს, მაგრამ ამასთანავე კვანტური მექანიკის საფუძვლებიც ირღვევა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ სტივენ ჰოკინგმა თითქოს გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც გამოაცხადა რომ შავ ხვრელებში ინფორმაცია სულაც არ ნადგურდება.

 

სტერეოტიპები

უპირველესყოვლისა, შავ ხვრელებს უსასრულოდ დიდხანს არსებობა არ შეუძლიათ, ამიტომაც არ ღირს იმაზე ფიქრი რომ შავი ხვრელები ადრე თუ გვიან სამყაროს შთანთქავენ.

მეორე, ჩვენი მზე არ გადაიქცევა შავ ხვრელად, რადგან ჩვენი ვარსკვლავის მასები არ იქნება ამისთვის საკმარისი. მზე შესაძლებელია მხოლოდ თეთრ ჯუჯად გადაიქცეს (არც ესაა ფაქტი).

მესამე, დიდი ადრონული კოლაიდერი არ გაანადგურებს ჩვენს დედამიწას შავი ხვრელის შექმნით. სპეციალურადაც რომ შექმნან შავი ხვრელი და გამოუშვან, მისი პარატა ზომის გამო, ჩვენი პლანეტის შთანთქმას ის ძალიან, ძალიან დიდ დროს მოუნდება.

მეოთხე, არ უნდა ფიქრობდეთ იმას, რომ შავი ხვრელი ეს არის ხვრელი კოსმოსში. შავი ხვრელი სფეროსებრი ობიექტია. სწორედ აქედან მოდის ბევრი მოსაზრება იმის შესახებ რომ შავ ხვრელებს პარალელურ სამყაროში მივყავართ. თუმცა ეს ფაქტი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა.

მეხუთე, შავ ხვრელს ფერი არ გააჩნია. მას აღმოაჩენენ მხოლოდ რენტგენული გამოსხივებით ან სხვა გალაქტიკებისა და ვარსკვლავების ფონზე  (ლინზის ეფექტი).

 

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

მე იმაზე მიფიქრია ბევრჯერ

აი სინათლე ხომ ვერ აღწევს შავი ხვრელის გრავიტაციას მაგრამ ალბათ შესაძლებელია რომ გარკვეული მანძილით თუ არის დაშორებული შავი ხვრელის ირგვლივ ორბიტაზე ყოფნაც შეეძლოს, და სავარაუდოდ ამ მანძილის რეინჯი დიდი არ იქნება, ჰოდა მგონია რომ უხილავი სფერო აკრავს ირგვლივ რომელიც მთლიანად სინათლეს უჭირავს სხვა ვარსკვლავებიდან მოსულს და ამ ორბიტაზე და დატყვევებულს  :lol: ალბათ მერე იქედან რაღაც ნაწილი აღწევს ამ გრავიტაციას თავს და გამოიტყორცნება, ალბათ ვიზუალურადაც უნდა ჩანდეს ეგ ფენომენი, და ნაწილი კიდე შიგ შავ ხვრელში "ეცემა" 

მექნებოდა ალბათ ამაზე ადრე დაგუგლული

Share on other sites

@ბუდა

ეგ თეორია არსებობდა კი, და როგორც ცოტა ხნის წინ წავიკითხე ვიზუალურადაც დაუნახიათ უკვე ეს ფენომენი. მოვლენათა ჰორიზონტში გარკვეული კუთხით უნდა მოხვდეს სხივი, რომ თავად შავმა ხვრელმა გამოსწყორცნოს უკან 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/19/2020 at 4:27 PM, Katutu said:

ადამიანების უმეტესობას ბუნდოვნად ან არასწორად წარმოუდგენიათ რა არის შავი ხვრელი

არის ზეზვა და მზიაში ამაზე თემა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   16 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 14 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)