Jump to content
×
×
  • Create New...

არასამთავრობოები: სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები „ფრაგმენტულია“


Recommended Posts

  • ფორუმელი

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 29 მარტს განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ინიცირებული „ფრაგმენტული“ ცვლილებები „სრულად მოწყვეტილია ქვეყანაში შექმნილ რეალობას“.

ცვლილებებით, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 25 მარტს წარმოადგინა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია იქნება საჯარო, ასევე შემუშავდება კანდიდატთა ე.წ. „სარეიტინგო სია“. ამასთან, საბჭოს წევრებს კანდიდატებზე საკუთარი პოზიციის დასაბუთების ვალდებულებაც ექნებათ.

არასამთავრობოების განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის პრობლემა არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ „ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლებაა“. შესაბამისად, მათივე შეფასებით, შემოთავაზებული „ცვლილებები სასამართლოში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს“.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური მმართველობის“ აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება, თუკი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლება და ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების „კონსენსუსზე ორიენტირებულ წესზე“ შეთანხმდებიან.

წინააღმდეგ შეთხვევაში, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „შემოთავაზებული ცვლილებები, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ, სასამართლო რეფორმის იმიტაციის მცდელობას წარმოადგენს“.

ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში დღეიდან იწყება.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   362 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 362 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)