Jump to content
×
×
  • Create New...

„მომიწევს თუ არა გამოცდის ჩაბარება მობილობისას, თუ 2020-წლამდე გავხდი სტუდენტი?“ – ემისის განმარტება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მომიწევს თუ არა გამოცდის გადაბარება მობილობისას, თუ 2020 -წლამდე გავხდი სტუდენტი? – ეს კითხვა იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა სტუდენტებში, რომლის თაობაზეც დამატებითი ინფორმაცია განათლების სამინისტრომ დღესაც გამოაქვეყნა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კი, დამატებით განმარტებას აკეთებს და ასევე აქვეყნებს ამ დროისთვის არსებული პროგრამებისა და საგნების ჩამონათვალს.

“ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

ამ დროისთვის არსებული პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი, დაწესებულებების მიხედვით, იხილეთ აქ.

იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.

შენიშვნა: 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში გამოცხადებული პროგრამების ჩამონათვალი განისაზღვრება მობილობისთვის დადგენილ ვადებში.

იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტს არ აქვს ჩაბარებული ის საგანი, რაც კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, იგი უფლებამოსილია, მიმდინარე წლის 31 მარტის 18:00-ის ჩათვლით, დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის/საგნების ჩაბარების მიზნით, ბმულზე: https://online.naec.ge

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ მობილობის მსურველ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ, მიღებული შედეგი გამოიყენონ მობილობის მიზნებისათვის.

შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს! ისინი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

ამავე თემაზე:

ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება მობილობის დროს – ცვლილება შესაბამის წესში უკვე განხორციელდა

ეროვნულ გამოცდებზე საგნის გადაბარება – რა იცვლება სტუდენტთა მობილობის წესში

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   55 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 55 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(4)