Jump to content
×
×
  • Create New...

თელავის მუნიციპალიტეტში 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 32 საბავშვო ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფები დაიხურა. მიზეზად COVID-19- ის შემთხვევები სახელდება. ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ჯგუფებში სწავლა ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება.

სააღმზრდელო პროცესი შეაჩერა თელავის მე-3 საბავშვო ბაღმაც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. ინფიცირების გამოვლენის გამო, აღნიშნული ბაღი მუშაობას 12 აპრილს განაახლებს.

დღეს, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო: imedinews

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share