Guest Merlin Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 მთავარეპისკოპოსი, ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი მოუწოდებს ახალგაზრდებს არ გაითვალისწინონ მათი აზრი, ვინც სახლში დარჩენას ურჩევს. სასულიერო პირის თქმით, თანამედროვე ეპოქაში გადარჩენის საშუალება მხოლოდ სწავლასა და განვითარებაშია. აღნიშნულზე მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა. “მსოფლიო ეკონომიკაც შეიცვლება და როცა გამოვალთ პანდემიიდან, დვინახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ სამსახურს ვეღარ ნახავს და, უნდა დაფიქრდეთ, ვინ არის თქვენი კეთილმოსურნე, ის, ვინც გაძლევთ საშუალებას, რომ შეძლოთ თქვენს თაობასთან ერთად კონკურენტუნარიანები გაიზარდოთ, თუ ისინი, ვინც მოგიწოდებენ, რომ ვიჯდეთ სახლში. რაში იხდით ფულს? სწავლა ხომ ფული ღირს, რაში იხდით?!. მაღაზიაში როცა მიდიხარ პირდაპირ ნახულობ, თუ მოგეწონა პროდუქტი და თუ ფული გაქვს ყიდულობ და თუ არ მოგეწონა, არ ყიდულობ. ამიტომ, თუ არ მიხვედი, ლექტორიც არ გაიცანი, ლექტორიც ზარმაცდება და შენც ზარმაცდები და საბოლოო ჯამში, იოლი ცხოვრებით ვერავინ ვერაფერს ვერ ვნახავთ იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი იქნება მთავარი მოთხოვნა”, – თქვა ქადდაგებისას მიტროპოლიტმა იაკობმა. წყარო: mtavari.tv Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა