Jump to content
×
×
  • Create New...

წიწიბურას კატლეტი ყვავილოვანი კომბოსტოთი – ტრაპეზი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სამარხვო რეცეპტები

http://www.ambioni.ge/files/wiwibura-yvavilovani.jpg

მასალა: 500 გ წიწიბურა, 200 გ ბრინჯი, 1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო, ზეთი, 3 ც. ხახვი, მწვანილი (თითო კონა ქინძი და ოხრახუში), შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

წიწიბურა და ბრინჯი მოვხარშოთ, ხოლო ყვავილოვანი კომბოსტო მოვთუთქოთ. ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი. ეს ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში მწვანილთან ერთად, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. თუ სქელი მასა გამოვა, ჩავუმატოთ ცოტა ანადუღარი წყალი. ამ მასისგან გავაკეთოთ ოვალური კვერები, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (ან სიმინდის ფქვილში) და შევწვათ ადუღებულ ზეთში.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share